ძალიან ძლიერი ლოცვა, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისგან შედგება
1767037889
29 დეკემბერს, დღის ბოლოს ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი შტორმი, რაც საფრთხეს შეუქმნის ნავიგაციას და სანაპირო ზოლს, - ამის შესახებ მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე წერს და მოქალაქეებს აფრთხილებს.
„მთებში ქარბუქი და ძლიერი ქარი მნიშვნელოვნად გაართულებს, ან შეწყვეტს გადაადგილებას. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელმა ძლიერმა ქარმა, ნალექთან ერთად - შესაძლოა, გამოიწვიოს ინფრასტრუქტურის დაზიანება და ელექტროგადამცემი ხაზების შეფერხება.
რჩევები მოსახლეობისთვის:
• თავი აარიდეთ ზღვაზე სეირნობას და დასავლეთის მთიან, ასევე მაღალმთიან გზებზე გადაადგილებას.
• შეამოწმეთ სახლისა და აივნის უსაფრთხოება, განსაკუთრებით მსუბუქი ნივთები, რომ ქარმა არ წაიღოს.
• დაიცავით სიმშვიდე და იყავით ინფორმირებული ოფიციალური წყაროებიდან.
29 დეკემბერი დასავლეთ საქართველოსთვის, საკმაოდ რთული მეტეო პირობების დღეა, ამიტომ: ეს გაფრთხილება არ არის შიშის გასაღვივებლად - იგი არის გაგებისთვის და წინასწარი მზადებისთვის. 29 დეკემბერი მოითხოვს პასუხისმგებლობას, სიფრთხილეს და ერთმანეთის მხარდაჭერას. გაფრთხილება არის გზამკვლევი, არა განგაში“, წერს ფარტენაძე.