გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
ბრალი წარუდგინეს 15 წლის მოზარდის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, პოლიციაში იკითხებიან თვითმხილველები და ინციდენტში მონაწილე მოზარდები.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
შემთხვევა ზუგდიდში ორი დღის წინ მოხდა. შელაპარაკების ნიადაგზე 17 წლის არასრულწლოვანმა მეათე კლასის მოსწავლეს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენა. ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.