„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის...“ - 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

თემო ბრუნჯაძე

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გარდაიცვალა 24 წლის თემო ბრუნჯაძე, რომელსაც ბევრი ადამიანი გულშემატკივრობდა. ახალგაზრდა ავთვისებიან სენს ებრძოდა. 

თემურ ბრუნჯაძეს ოჯახის წევრები და მეგობრები ემშვიდობებიან.

„სულ სხვანაირად გელოდი ძმა, გამოჯანმრთელებულს... როგორ მიჭირს ბათუმში წამოსვლა. გული ამომგლიჯე. როგორ მეგონა, რომ დაამარცხებდი... მუდამ იცოცხლებ ჩემს გულში. მიყვარხარ, ეს სიყვარული არასდროს შეიცვლება. უფალს ებარებოდე, ჩემო ნანატრო ძმაო, აწე სულის ტკივილამდე მომენატრები“.

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის... გაგვანადგურა შენმა წასვლამ თემო“.

„ჩვენი საძმაკაცოს ყველაზე მყარი კედელი იყავი, ყველაფერს ერთად ვაკეთებდით, ერთად ვჭამდით, ერთად ვსვამდით, ერთად ვიძინებდით და ერთად ვატარებდით ყველაზე კარგ დროს. ჩვენი ძმაკაცობა სამაგალითო იყო. ძმაო, მომენატრები ძალიან, მაგრამ ვიცი, შენ ჩვენი საძმაკაცოს ანგელოზი გახდი და სულ ჩვენთან იქნები, მთელი საძმო აქ ვართ შენთან, მაგრამ შენ ვერ გგძნობთ, ვერ გხედავთ, ვერ გავიგონებთ შენს ხმას, ვერ დავინახავ შენს ღიმილს ძმაო“, – წერენ მეგობრები სოციალურ ქსელში.

✕