განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

პროკურატურა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 22 თებერვალს, ბრალდებულმა დაზარალებული ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

✕