სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი დაწესებულების თანამშრომელმა გააუპატიურა

პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს „გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი ა. მ. დაწესებულების თანამშრომელმა გააუპატიურა.

როგორც უწყებაში საკითხის კომენტირებისას განმარტეს, პატიმარი ინიციალებით ა. მ. დაწესებულებაში საერთოდ არ ფიქსირდება, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რაც პენიტენციური სამსახურის განცხადებით, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უწყებაზე მიზანმიმართული შეტევა ხორციელდება.

✕