ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში - დეტალები
1789500836
სტატისტიკა სასტიკია, თუმცა თანამედროვე მედიცინა კიდევ უფრო ძლიერი - დღეს ძუძუს კიბო აღარ არის განაჩენი, ის მართვადი ქრონიკული დაავადებაა.მიუხედავად იმისა, რომ ონკოლოგიური პათოლოგიები საგრძნობლად „გაახალგაზრდავდა“ და რისკჯგუფში 30-40 წლის ქალბატონებიც მოხვდნენ, გადარჩენის შანსი, ადრეული დიაგნოსტიკის პირობებში, თითქმის 100%-ია.
რა არის ის „წითელი ხაზები“, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება? რატომ არის მამოპლასტიკა არა ფუფუნება, არამედ რეაბილიტაციის აუცილებელი ეტაპი და რატომ უნდა იყვნენ ყურადღებით მამაკაცები?
ამ და სხვა უმნიშვნელოვანეს თემებზე mkurnali.ge-ს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ონკოქირურგსა და მამოლოგს - კახაბერ ბარამიძეს ესაუბრა, რომლის 27-წლიანი პრაქტიკული გამოცდილებაც ათასობით გადარჩენილ სიცოცხლეს ითვლის- ბატონო კახა, ბოლო წლებში ხშირად გვესმის, რომ ონკოლოგიური დაავადებები საგრძნობლად "გაახალგაზრდავდა".
- როგორც 27-წლიანი პრაქტიკის მქონე მამოლოგი, დაგიდასტურებთ: დიახ, დაავადება ნამდვილად გაახალგაზრდავდა. თუ ადრე ძუძუს კიბო 55-60 წლის შემდეგ იყო გავრცელებული, დღეს 30-40 წლის პაციენტები იშვიათობას აღარ წარმოადგენენ.
ამ ტენდენციას სამი მთავარი მიზეზი განაპირობებს:
რეპროდუქციული ქცევის ცვლილება: გვიანი პირველი მშობიარობა (35+ წელი) ან უნულიპარობა (როდესაც ქალს არასოდეს უმშობიარია) ზრდის ე.წ. „ესტროგენულ ფანჯარას " ანუ დროს, როცა ორგანიზმი ჰორმონების მაღალი ზემოქმედების ქვეშაა.
ცხოვრების წესი: სიმსუქნე, დაბალი ფიზიკური აქტივობა და ალკოჰოლის მოხმარება პირდაპირ კავშირშია ონკოლოგიურ რისკებთან ახალგაზრდა ასაკში.
ადრეული დიაგნოსტიკა: თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურა (ციფრული მამოგრაფია, 3D ტომოსინთეზით, მრტ) და გენეტიკური ტესტირება დღეს გაცილებით ეფექტურია, რაც საშუალებას გვაძლევს, დაავადება აღმოვაჩინოთ იქ, სადაც ადრე ის უბრალოდ „გამოგვეპარებოდა“...
- ჩემს პაციენტებს ყოველთვის ვეუბნები: ძუძუს კიბო ადრეულ სტადიაზე უსიმპტომოა, თუმცა არსებობს ე.წ. „წითელი ხაზები“ რომელთა იგნორირება კატეგორიულად დაუშვებელია. აი, ის კლინიკური ნიშნები, რომლებიც სასწრაფო დიაგნოსტიკას მოითხოვს:
პალპირებადი კვანძი ან გამკვრივება: ნებისმიერი უმტკივნეულო, მკვრივი, უსწორმასწორო ზედაპირის მქონე წარმონაქმნი, რომელიც არ ქრება მენსტრუალური ციკლის დასრულების შემდეგ;
კანის ვიზუალური ცვლილება - "ფორთოხლის კანის“ სიმპტომი, კანის შეშუპება, დანაოჭება ან ფორების გამოკვეთა, სიწითლე;
დვრილის რეტრაქცია ანუ ჩაზნექვა - პათოლოგიური გამონადენი დვრილიდან: განსაკუთრებით საყურადღებოა სისხლიანი ან გამჭვირვალე (ქარვისფერი) გამონადენი, რომელიც სპონტანურად, ზეწოლის გარეშე ჩნდება.
კანის ეროზია ან დაწყლულება: ეგზემის მსგავსი ცვლილებები დვრილის ან არეოლის მიდამოში, რომელიც არ ექვემდებარება დერმატოლოგიურ მკურნალობას;
ასიმეტრიის უეცარი გამოვლენა: ძუძუს ფორმის, ზომის ან კონტურის მკვეთრი ცვლილება, რომელიც ადრე არ აღინიშნებოდა.
ლიმფური კვანძების გადიდება: იღლიისქვეშა მიდამოში მკვრივი, ხშირად უმტკივნეულო „ბურთულის“ გაჩენა... სრულად