საკონსტიტუციო სასამართლო 21, 22 და 23 ოქტომბრის სხდომების ტრანსლირების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლო 21, 22 და 23 ოქტომბრის სხდომების ტრანსლირების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 21, 22 და 23 ოქტომბერს №1979 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის თხოვნის საფუძველზე, ამავე მაუწყებლის მიერ არსებითი სხდომის ვიდეო-აუდიო გადაღების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებისა და სხვა მედიასაშუალებებისათვის სიგნალის მიწოდების/გავრცელების შესახებ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გასცა თანხმობა.

აღნიშნული სხდომების ტრანსლაცია ასევე განხორციელდება საკონსტიტუციო სასამართლოს იუთუბ არხზე – პირდაპირი ეთერის რეჟიმში.

მაქსიმალურად დაკმაყოფილდება საზოგადოებრივი ინტერესი და სხდომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული პირებისთვის“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაში.

✕