1794942746
ყინვა და თოვლი – როგორი ზამთარი გველის საქართველოში
საქართველოში ზამთრის მოახლოებასთან ერთად მთავარი კითხვაა, რამდენად ცივი სეზონი გველოდება, გაძლიერდება თუ არა ყინვა და რომელ რეგიონებშია მოსალოდნელი თოვლი.
მეტეოროლოგიური პროგნოზების მიხედვით, ზამთრის ამინდი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში ზამთარი შედარებით მშრალი და ცივი პერიოდებით ხასიათდება, დასავლეთ საქართველოში კი ნალექიანი ამინდი უფრო ხშირია. განსაკუთრებით დაბალი ტემპერატურა და თოვლია მოსალოდნელი მაღალმთიან რეგიონებში.
რას აჩვენებს გრძელვადიანი პროგნოზი?
ECMWF-ის სეზონური მოდელის მონაცემებით, თბილისში დეკემბერ-თებერვლის პერიოდში საშუალო მრავალწლიან მაჩვენებელზე დაახლოებით 2 გრადუსით მაღალი ტემპერატურის ტენდენცია იკვეთება.
დეკემბერსა და თებერვალში ნალექების რაოდენობაც შესაძლოა ნორმაზე მეტი იყოს.
ცივი ჰაერის მასების შემოჭრამ შესაძლოა ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა და თოვლი გამოიწვიოს, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რაიონებში.












