სიახლე უნივერსიტეტებში ჩაბარებასთან დაკავშირებით - განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
1794937598
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრაზე სოციალურ ქსელში წერს.
ელჩის თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს აშშ-ის მხარდაჭერაზე შუა დერეფნისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის განვითარებაში.
„სენატორ სტივ დეინსთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ აშშ-ის მხარდაჭერაზე შუა დერეფნისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით დაკავშირებადობის განვითარებაში.
საუბრისას ხაზი გავუსვი საქართველოს საკვანძო ადგილს ტრანსკასპიური დაკავშირებადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.
განსაკუთრებით დასაფასებელია სენატორი დეინსის როლი აშშ-ის სენატსა და ქვეყნის საგარეო ურთიერთობების დღის წესრიგში შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობის ხაზგასმის კუთხით.
აღსანიშნავია, რომ მის ამ მნიშვნელოვან პორტფელს სენატორი დეივ მაკკორმიკი ჩაიბარებს, რომელმაც უკვე დაადასტურა რეგიონთან და საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა“, - წერს თამარ ტალიაშვილი.