ყინვა -10 გრადუსამდე გაძლიერდება - როგორი ამინდი გველის უახლოეს დღეებში და როდის გამოიდარებს

uamindoba

რამდენიმე დღეა საქართველოში უამინდობაა. თოვლის გამო გზებზე პრობლემებია შექმნილი. უამინდობამ პრობლემები შექმნა როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთ საქართველოში.

აღმოსავლეთში თოვა არ წყდება, დასავლეთში კი ძლიერი ქარი. იმის დასადგენად, თუ როდის გამოიდარებს ქვეყანაში, „პრაიმტაიმი“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსს დაუკავშირდა. 

როგორც სააგენტოში განმარტეს, 14 რიცხვიდან მთელ საქართველოში უკვე უნალექო ამინდები იქნება.

„ზეგიდან უკვე გამოიდარებს. თოვა შეწყდება ზეგიდან უკვე აღმოსავლეთ საქართველოში, უნალექო ამინდი იქნება, თუმცა ამ საღამოდან ვფიქრობთ ღამის ტემპერატურის კლებას და ყინვის გაძლიერებას, ბარში -5, -10 გრადუსით, თბილისში კი -4, -6 გრადუსამდე.

დღის ტემპერატურაც ჯერ დაბალი იქნება. დასავლეთ საქართველოშიც ძლიერი ქარი შენარჩუნდება დღეს და ხვალ დღის პირველ ნახევრამდე. შემდეგ თანდათან ჩადგება და დამთავრდება უამინდობა. 14-დან მთელი საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდია მოსალოდნელი“,- განმარტეს სააგენტოში.