1728499899
ვის გვერდით დაკრძალეს მამუკა ონაშვილი - „თითქოს სიმბოლური გამოვიდა“
მომღერალი მამუკა ონაშვილი მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ეს იყო ოჯახის გადაწყვეტილება.
მახათას პანთეონში დაკრძალულია მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე, ასევე, ლოტბარი ჯემალ ჭკუასელი. ასევე, ყველასთვის საყვარელი მსახიობი მარინა ჯანაშია.
სასაფლაო ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის გვერდით მდებარეობს. ტაძარი 2019 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აკურთხა.
„ბედნიერია ჩვენი ერი, რომ მრავალი ღირსეული შვილი ჰყავს, მაგრამ გულს გვტკენს ის, რომ დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა წუთისოფელი, მარადისობას შეერთო და მათი წასვლით ამქვეყნიური ყოფა კიდევ უფრო დამძიმდა.
მამუკა ონაშვილი თავისი გამორჩეული სიკეთით, სიყვარულით, ერთგულებით, პატიოსნებით, ნიჭიერებით, თავმდაბლობით, სარწმუნოებით... მართლაც რომ, შეუდარებლად დიდი იყო.
ვლოცულობთ მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანე თვისი დაუმკვიდროს, ხოლო მამუკას ყველა გულშემატკივარს მისთვის ლოცვის ძალა და მის მსგავსად სიკეთის მსახურება შეაძლებინოს," - დაწერა პატრიარქმა სამძიმრის წერილში.
55 წლის მამუკა ონაშვილი პირველ აგვისტოს გარდაიცვალა. მომღერალი 30 ივლისს ნატახტართან ავარიაში მოყვა, რის შემდეგაც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ორი დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.