1692302192
VIDEO: ვადაგასული პრეპარატები, უმაცივროდ შენახული ვაქცინები, გამოყენებული შპრიცები - რა აღმოაჩინა სახელმწიფო კონტროლმა ვეტერინარულ კლინიკებში

ცოფისგან მხოლოდ აცრა გვიცავს, თუმცა რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ცხოველი აცრილი გვგონია, მაგრამ ვაქცინა არ მუშაობს, რადგან ვადაგასულია. სახელმწიფო კონტროლმა ამჯერად, ვეტერინარული კლინიკები შეამოწმა. შედეგი საგანგაშოა - გამოსაყენებლად უვარგისი ცოფის ვაქცინა, მეორადი შპრიცები და ანტისანიტარია. საგულისხმოა, რომ ცოფი ვირუსია, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოში ათიათასობით ადამიანს კლავს.
დაავადება ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე შეუქცევადი დაზიანებით მიმდინარეობს და 100-დან 100-ს პროცენტში ფატალურად სრულდება. ამის მიუხედავად, საქართველოში მაინც აღმოჩნდნენ ვეტერინარები, რომლებსაც ადამიანთა და ცხოველთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მეტად პირადი კეთილდღეობა აღელვებთ.
ვადაგასული პრეპარატები, უმაცივროდ შენახული ვაქცინები, უკვე გამოყენებული შპრიცები - "კურიერის" კამერამ" სახელმწიფო კონტროლთან ერთად გადაიღო.