VIDEO: რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ცეცხლი გაჩნდა - ინფორმაცია ადგილიდან

ბბ

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, შარტავას გამზირზე, #15 კორპუსის სახურავზე თვითნებურად აშენებული ფიცრული ქოხი დაიწვა. ადგილობრივების თქმით მათ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. ცეცხლის ქრობა დროულად მოხერხდა.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

✕