„საუკეთესო აგენტი და საუკეთესო მეგობარი ხარ“ – ნუცა ბუზალაძე ყოფილ მეუღლეზე
1793435338
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ - ,,თბილისის აეროპორტის“ და ,,თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული მედიკამენტები აღმოაჩინეს.
სგპ - ,,თბილისის აეროპორტში“ უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი იქნა სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული მედიკამენტი. ასევე, სამართალდარღვევის ფაქტი იქნა გამოვლენილი უცხო ქვეყნიდან გამოგზავილ საფოსტო ამანათში, სადაც „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ შემცველი 200-მდე კაფსულა ნარკოტიკული საშუალება იყო განთავსებული.
გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.