VIDEO: „რამდენი ხანიც ვიცოცხლებ, მინდა იმდენი ხანი იყო. რომ ჩემს სუნთქვას და წამებს აზრი ჰქონდეს...“ – ვაჩე ღვინიაშვილი დედას

ვაჩე

„შუადღე Live“-ის ეთერით, მომღერლებმა ნიკოლოზ ხარატმა და ვაჩე ღვინიაშვილმა დედებს დედის დღე მიულოცეს.

ვაჩე ღვინიაშვილის თქმით კი „დედა მისთვის ნიშნავს აბსოლუტურად ყველაფერს, რაც კარგია“.

„დედის გარეშე შეიძლება აზრი არ ჰქონდეს ჩემს სიცოცხლეს. მარტოდმარტო მარტოსულობაში რომ არ დამტოვებს, ეს არის დედა ჩემთვის. ყველაზე მოსიყვარულეა, ყველაზე ლამაზია. დედების პლუსია, რომ ყველა ყველაზე ლამაზია იმიტომ, რომ შვილებს ასე მიაჩნიათ. სწორი ადამიანია და დედობა იცის. მგონია, რომ დედად დაიბადა.

დედა გილოცავ დედის დღეს, რამდენი ხანიც მე ვიცოცხლებ, მინდა რომ იმდენი ხანი იყო შენც იმიტომ, რომ არასდროს მომბეზრდები, იმიტომ, რომ ვიყო ბედნიერი და ჩემს სუნთქვას და წამებს აზრი ჰქონდეს“, – ამბობს ვაჩე ღვინიაშვილი.

ასევე წაიკითხეთ:

VIDEO: „დედა, ჩემი შენს ცხოვრებაში შემოსვლა არ იყო შეცდომა… ყველაფერს გავაკეთებ შენთვის…” – გაშვილებული ტყუპი დის ემოციური მიმართვა მშობელს

როგორ ბედს გიწინასწარმეტყველებთ თქვენი დაბადების წლის ბოლო რიცხვი

VIDEO: დავიწყებული ვარსკვლავის ციმციმი - დღემდე უცნობი ფაქტები იური ცინცაძის შესახებ