VIDEO: გაიწვევენ თუ არა ჯარში ხვიჩა კვარაცხელიას - თავდაცვის მინისტრის განმარტება

ხვიჩა კვარაცხელია

ვის მოუწევს ჯარში წასვლა და ვინ ვეღარ შეძლებს თავი აარიდოს სავალდებულო სამხედრო სამსახურს - საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ "ღამის კურიერის" ეთერში თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, მაგალითად, სპორტსმენების ჯარში გაწვევასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი თავის დისკრეციულ უფლებას გამოიყენებს და ინდივიდუალურ შემთხვევებთან დაკავშირებით, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

"დღეს მოვისმინე, რომ საზოგადოებას შეიძლება ზიანი მიადგეს, რომ ხვიჩა კვარაცხელიასნაირ ადამიანებს, ასე ვთქვათ ტალანტებს, შეიძლება ვერ მიეღწიათ იმ შედეგისთვის, რასაც მიაღწიეს. აბსოლუტურად ყველა შემთხვევა, ინდივიდუალურ დონეზე არის დარეგულირებული და რაც მთავარია, სამართლიანი.

სპორტსმენების შემთხვევაში ანალოგიურად, თუ სპორტსმენი არის სტუდენტი, იმის საშუალება ექნება, რომ გაიაროს და თუ საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, კიდევ ვიმეორებ, სუბიექტურობის მაქსიმალურად შემცირებისთვის, ეს არის დისკრეციული უფლება პრემიერ-მინისტრის, რომ ინდივიდუალურ შემთხვევებზე მიიღოს გადაწყვეტილება," - განაცხადა ბურჭულაძემ.