24-წლიანი ტყვეობა და მამისგან გაჩენილი 7 შვილი - ელიზაბეტ ფრიცლის დაუჯერებელი ისტორია
1730390148
მსახიობმა ბერტა ხაფავამ, გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზთან ერთად“ ტრაგიკულ რომანებზე ისაუბრა. მისი თქმით, კაცმა, რომელიც ძალიან უყვარდა, უღალატა. ამის გამო დედის დასაფლავების დღეს, მის კუბოსთან დაწყევლა და მალევე გარდაიცვალა.
„18 წლის ვიყავი, რომ ასაკით უფროსი, 40 წელს გადაცილებული კაცი შემიყვარდა. ეს იყო ცალმხრივი სიყვარული. ის კარგი მსახიობი იყო, თორემ შესახედად დიდი არაფერი. ეს გახლდათ თემურ ჩხეიძის მამა, ნოდარ ჩხეიძე. სადაც მიდიოდა ყველგან თან დავყვებოდი. მან იცოდა, რომ მომწონდა, მაგრამ არ იმჩნევდა.
იმ პერიოდში მას ცოლი არ ჰყავდა. ჩემი მისდამი სიყვარული კი ბევრი წელი გაგრძელდა. როცა დაოჯახდა, საშინლად განვიცადე. ღამე ვტიროდი...
კაცმა, რომელიც შემდეგ შემიყვარდა, ძალიან მაწყენინა, მიღალატა და სხვა ქალთან წავიდა... ამის გამო დავწყევლე დედაჩემის დასაფლავებაზე, მის კუბოსთან. მალევე დაიღუპა.
ჩემი ბოლო სიყვარულიც ტრაგიკულად დასრულდა. შემიყვარდა ჩემზე 8 წლით უმცროსი ბიჭი, რომელიც მალევე გარდაიცვალა...“,- ამბობს ბერტა ხაფავა.