VIDEO: „არ გავახაროთ მტერი...“ - რას ამბობს ბავშვის დედა ბებიაზე, რომლის გარშემოც აჟიოტაჟი კიდევ ერთხელ ატყდა

რას ამბობს ბავშვის დედა ბებიაზე

სოციალურ ქსელ TikTok -ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც წარსულში ბავშვზე ძალადობისთვის დაკავებული ბებია შვილიშვილს კვლავ ეჩხუბება. აღნიშნულ ვიდეოს ბექა კვა­ჭან­ტირაძე ავრცელებს.

გავრცელებულ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.  გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ფაქტს ეხმიანება ბავშვის დედა და ამბობს, რომ დედამისს ჩიყვი აქვს და ამის გამო არის „ნერვიული“. თუ ასე შესტკივათ მის ოჯახზე გული, დაეხმარონ  მის მკურნალობაში... ამასთან დედა აღნიშნავს, რომ ბავშვი მასთან არის.

„ვიდეო ამოჭრეს, რა დღეშია საწყალი ბავშვიო, იმიტომ, რომ დედაჩემმა თავისი არ გაატანინა ლუკაჩოს, არ დაამტვრევინა მაცივარი და შესაბამისად, ლაივიც არ გათიშა. მერე, როგორც მაშინ მოხდა, დარეკავდნენ სოციალურში, ბავშვის გასალახად გავიდაო“,-ამბობს დედა.

 

 

 

ცნობისთვის, აღნიშნული პირი (ბებია) იმავე მუხლით, tik-tok ლაივში ბავშვის ცემის გამო, 2025 წლის 1 სექტემბერს დააკავეს. 2 სექტემბერს სასამართლომ ბებიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.