„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1754321898
დედა თინათინმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის პრაიმთაიმი“ პირველად ისაუბრა თავშესაფარში გატარებულ დღეებზე.
„ამ თემაზე არასდროს მისაუბრია. ჩვენ ეს გავიარეთ… ოჯახის წევრებმა არ ვიცოდით ვინ სად იყო და საღამოს ვნახავდით თუ არა ერთმანეთს. ესეც ძალიან მძიმე იყო. როდესაც ეს სირენები ჩაირთვებოდა იმდენად საშინლად მახსოვს ეს კივილი და იმწუთას უსუსურობის შეგრძნება. ვისხედით, ვლოცულობდით და ვფიქრობდით, მოგხვდება თუ არა. ძალიან მწარედ გამახსენდება შეგრძნება, თან სირცხვილის გრძნობა, რომ არ მოგხვდა და გიხარია. მაგრამ, თან ფიქრობ, შენ კი გიხარია, მაგრამ, ვის დაეცა. არ იცი… უცებ, ეს სიხარული სირცხვილის გრძნობაში იცვლებოდა. ეს იყო ძალიან მძიმე, “- ამბობს დედა თინათინი.
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1754321898
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043