VIDEO: „ამ გზით 170-მდე ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაში და კანადაში შეძლებთ წასვლას“ - რა ვიდეოს ავრცელებს ბლოგერი

aeroporti

170-მდე ქვეყანაში, მათ შორის ამერიკაში და კანადაში შეძლებთ წასვლას" - ბლოგერი გიორგი გოგეშაშვილის საზოგადოებას მიმართავს

ბლოგერი გიორგი გოგეშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში მოხვედრის გზებზე საუბრობს, მათ შორისაა  ამერიკა და კანადა. 

„ვისაც ვიდეოს ყურება დაეზარება, აქვე გეტყვით, რატო ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩილეში სამშობიაროდ:

1) დაბადებისთანავე ბავშვი მოქალაქეობას იღებს,

2) მშობლებს და ოჯახის სხვა წევრებს 2 წელიწადში შეუძლიათ ორმაგი მოქალაქეობის მიღება,

3) ჩილეს მოქალაქეს მსოფლიოს 170-მდე ქვეყანაში უვიზო მიმოსვლა აქვს, მათ შორის დიდი რვიანის ქვეყნებში (კანადა, აშშ, იაპონია, ჩინეთი, ბრიტანეთი, რუსეთი...), ევროპის ყველა ქვეყანაში.

4) მოქალაქეობა გარდამავალია, ანუ მიუხედავად იმისა მომავალში სად გააჩენ შვილს, მაინც ჩილეს მოქალაქეა,

5) თუ კარგად გეგმავ და აორგანიზებ, ჯდება ადეკვატური, მისაღები ფასი,

6) სამედიცინო სფერო მაღალ დონეზეა,

7) სურვილის შემთხვევაში მშობიარობას ესწრება მამაც (პანდემიის დროსაც ასე იყო),

8) ქვეყანა არის ნეიტრალური, უმშვიდესი, უმშვენიერესი, საოცრად თბილი ხალხით და კარგი საცხოვრებელი პირობებით“, - წერს ბლოგერი.