ვაზისუბანში, ხანძარს ქალი ემსხვერპლა

ვაზისუბანი

ვაზისუბანში ხანძარს ქალი ემსხვერპლა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო.

ცნობისთვის, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილი ხანძრის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.