1783194884
„გარეთ არ გამომყვა...“ - რას ამბობს კაცი, რომლის დაც ხანძარს ემსხვერპლა
ვაზისუბანში, საცხოვრებელ ბინაში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა. ცეცხლი მრავალსართულიანი კორპუსის მეათე სართულზე გაჩნდა. შემთხვევის დროს ბინაში და-ძმა იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარი თავის გადარჩენა შეძლო, თუმცა მისი დის გამოყვანა ვერ მოახერხა - ქალს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეეძლო.
„ქარის ბრალია. ცეცხლი სამზარეულოში გაჩნდა... ჩემი და სამზარეულოში შევიდა და გარეთ არ გამომყვა“, - ამბობს კაცი.











