1772995280
„უმეტესობას ჰგონია, თუ თანხა ვერ გადაიხადა, იმ ნივთს ჩატოვებს და მორჩა..." - იურისტი განმარტავს
რა უნდა ვიცოდეთ ნივთის ლომბარდში ჩაბარებამდე, - თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო" იურისტი, თამარ კერძაია საუბრობს.
„ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ რაც დაალომბარდა, თუ თანხა ვერ გადაიხადა, იმ ნივთს ჩატოვებს და მორჩა. კანონში წერია, რომ კი, ეს ასეა, ოღონდ თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მხარეთა შეთანხმება არის ხელშეკრულება, რომელიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ წაგვიკითხავს. თუ წაგვიკითხავს, შესაძლოა, დაგვავიწყდა კიდეც. თუ ხელშეკრულებაში წერია, რომ როცა დავალიანების მოცულობა აღემატება იმ ნივთს, რომელიც დავალომბარდეთ, უფლება აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომ სხვა ქონებიდანაც მოითხოვოს ანაზღაურება, მაშინ ადამიანს შეიძლება, ლომბარდმა მოსთხოვოს არა მხოლოდ კონკრეტული ნივთის ჩატოვება, არამედ სხვა ქონებიდანაც. ამიტომ, ყურადღებით და ფრთხილად უნდა ვიყოთ. ვიცოდეთ, რა მაქსიმალური პროცენტი, ჯარიმები შეიძლება, მოგვთხოვონ და დავიცვათ ჩვენი უფლებები ისე, რომ იმაზე მეტი არ გადავიხადოთ, რაც გვევალება",- ამბობს თამარ კერძაია.
იხილეთ გადაცემა სრულად:










