1772995280
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა. „ბიბისის“ ცნობით, ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, რაც საწვავის ფასზე ახდენს გავლენას.
მედიის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი თითქმის 24%-ით გაიზარდა და ბარელზე 114.74 დოლარი შეადგინა.
მსოფლიო ნავთობის მომარაგების დაახლოებით მეხუთედი ჰორმუზის სრუტით გალითით ხორციელდება. კონფლიქტის დაწყების შემდეგ ირანმა სრუტე ჩაკეტა, რაც მთელ მსოფლიოში მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის ფასების ზრდის რისკს ქმნის.










