უკრაინიდან საქართველოში ჩამოსული მზარეული სამსახურს ეძებს

უკრაინელი მზარეული

საქართველოში ჩამოსული უკრაინელი მზარეული სამსახურს ეძებს. მარტა დრობინა თბილისში კიევიდან ჩამოვიდა და სამუშაოს ძიებასთან დაკავშირებით განცხადება სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა. 

„უკრაინიდან ჩამოვედი, მოხარული ვიქნები დაგეხმაროთ სამზარეულოში საჭმლის მომზადებაში, ბლინები ნაირ-ნაირი შიგთავსით, პელმენები, ბორში, კომბოსტო… გთხოვთ დამირეკეთ 591931846“, – წერს მარტა დრობინა.

როგორც მარტა დრობინას ფეისბუქ გვერდიდან ჩანს, ის წარმოშობით ხარკოვიდანაა და კიევში საცხოვრებლად 2021 წლის აპრილში გადავიდა. გოგონა უკრაინაში საკმაოდ წარმატებული მზარეული იყო.

ჯგუფში მის განცხადებას ქართველების მხრიდან უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, მას წარმატებებს უსურვებენ.