უფასო მგზავრობა სადღესასწაულო დღეებში - ნახეთ დეტალები

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამეს - პირველ და შვიდ იანვარს, ღამის სამ საათამდე მოემსახურება მგზავრებს. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„მინდა მოსახლეობას შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდო. საზოგადოებრივი ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამეს, 1-ელ და 7 იანვარს, მგზავრებს ღამის 3:00 საათამდე მოემსახურება. რა თქმა უნდა, მგზავრობა გახანგრძლივებულ საათებში უფასო იქნება, რაც მისასალმებელია. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ყველა თანამშრომელს, ვინც ამ მნიშვნელოვან საათებში იმუშავეს და მოემსახურება ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.