რას ამბობენ კლინიკაში, სადაც გურამ დადიანიძის მამიდა, ნინო დადიანიძე მუშაობდა
1789417821
იტალიაში 13 წლის მოსწავლემ, 66 წლის მასწავლებელი დანით დაჭრა. შემთხვევა რომში, ჩენტოჩელეს რაიონში, ერთ-ერთ სკოლაში მოხდა. პირველადი ინფორმაციით, თავდასხმის მოტივად მოსწავლის მიერ მიღებული დაბალი ნიშნებით გამოწვეული წყენა სახელდება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მოზარდს მასწავლებლის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა და ამბობდა, რომ მასწავლებელი წინა წელს მიღებული ცუდი შეფასებების გამო სძულდა.
მასწავლებელს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თუმცა მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში არ ყოფილა.
ამასთან, გამოძიება სხვა შესაძლო ფაქტორებსაც სწავლობს.
გამოძიება ამოწმებს, ხომ არ ჰყავდა მოზარდს წამქეზებელი ან სხვა პირი, რომელიც მასზე გავლენას ახდენდა. ამის გასარკვევად მისი ტელეფონი ამოღებულია და მიმდინარეობს Telegram-ისა და სხვა ონლაინკონტაქტების შესწავლა.
ფაქტს ქართველი ემიგრანტი, ნატალია შოშიაშვილი გამოეხმაურა, რომელიც დაზარალებულის ოჯახში 10 წელი მუშაობდა.
„რა ადვილია, თურმე, ადამიანის მიწასთან გასწორება. 10 წელი ვიმუშავე ერთ იტალიურ ოჯახში, მოხუცთან. მისი შვილი იყო პედაგოგი, ასე მითხრა, მე ვერასდროს შევძლებდი იმას, რასაც შენ აკეთებო „Hai un fegato“, ანუ „მფრინავის გული“.
კარგი ურთიერთობა მქონდა, ლიტერატურის და ისტორიის მასწავლებელი იყო, ენაც ვისწავლე მისი დახმარებით. 13 წლის მოსწავლემ სამზარეულოს დანით დაჭრა ის. გადარჩა, მაგრამ... 13 წლის ბიჭმა ორგანიზებული დანაშაული ჩაიდინა, სათვალეზე ვიდეოკამერა ჰქონდა და ყველაფერს იღებდა: როგორ ჩაიდო დანები, როგორ გაიკეთა ნიღაბი და როგორ წავიდა კლასში... ალბათ გაინტერესებთ, რისთვის: საშემოდგომო ჰქონდა იტალიელს იტალიურში. კონგოელმა გადაარჩინა...“, - წერს პოსტის ავტორი.