„თითქოს მომზადებული მოვიდა, ეს რომ ეთქვა... “ - ირაკლი ოქრაძე გურამ დადიანიძესთან შეხვედრას იხსენებს
1790970843
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე იპოვეს.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
„თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაუდასტურეს ქალაქ გაზიანტებში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქის ი.პ. გარდაცვალების შესახებ“, - აცხადებენ უწყებაში.
ამ დროის მონაცემებით, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად თურქეთში საქართველოს 5 გარდაცვლილი მოქალაქეა ნაპოვნი.