თუ მუცელზე ძილი გიყვართ, პერფექციონისტი ხართ - კვლევა

მუცელზე ძილი

მუცელზე ძილი თუ გიყვართ, პერფექციონისტი ბრძანდებით.  ძილის საყვარელი პოზა, ადამიანის ხასიათიდან გამომდინარეობს. ამ დასკვნამდე ძილის სპეციალისტები მივიდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ძილში ადამიანების უმეტესობა პოზას იცვლის, თურმე ისინი, ვინც მუცელზე ძილს ანიჭებენ უპირატესობას, ღამის განმავლობაში უფრო მეტ დროს ატარებენ ამ მდგომარეობაში. 

ბრიტანელმა ძილის მკვლევარმა კრის იძიკოვსკიმ, რომელმაც ძილის დროს სხეულის ენა შეისწავლა, მიაგნო კავშირს ძილის პოზებსა და ფსიქოლოგიურ თვისებებს შორის. მისმა ნაშრომმა აჩვენა, რომ მუცელზე ძილი შეიძლება დაკავშირებული იყოს კრიტიკის მიმართ მაღალ მგრძნობელობასთან და პერფექციონიზმისკენ მიდრეკილებასთან.

ასევე, მონაცემები მიუთითებს, რომ მუცელზე მძინარე ადამიანები უფრო ადვილად ღიზიანდებიან, როდესაც ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის.