სამი შვილის დედა, რომელიც 24 წლის წინ დაიკარგა, ცოცხალი იპოვეს
1773037827
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ ირანის მხრიდან თურქეთის, აზერბაიჯანისა და კვიპროსის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის თავდასხმა უარყო და მას „ცრუ დროშის ოპერაცია“ უწოდა.
„ჩვენი თავდაცვა არანაირად არ უნდა იქნეს განმარტებული, როგორც რეგიონის რომელიმე ქვეყნის მიმართ მტრული დამოკიდებულება. რაც შეეხება აზერბაიჯანის ისლამურ რესპუბლიკას, თურქეთსა და კვიპროსს, შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნათლად და ოფიციალურად განაცხადა, რომ ირანის ტერიტორიაზე ან ჩვენი შეიარაღებული ძალების მონაწილეობით მსგავსი ინციდენტები არ მომხდარა. კვიპროსთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ოფიციალურმა ხელისუფლებამაც კი დაადასტურა, რომ მსგავსი ინციდენტი არ მომხდარა“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
ამასთან, ისმაილ ბაღაის თქმით, აშშ-ის სამხედრო ყოფნა რეგიონში უსაფრთხოების წყაროს არ წარმოადგენს, არამედ პირიქით, რეგიონის ქვეყნებს შორის განხეთქილების მიზეზია.
„აშშ-ის სამხედრო ყოფნა რეგიონში არანაირად არ წარმოადგენს უსაფრთხოების ან სტაბილურობის წყაროს. პირიქით, აშშ-ის სამხედრო ყოფნა რეგიონის ქვეყნებში მხოლოდ დაუცველობისა და ქვეყნებს შორის განხეთქილების მიზეზია. ის ისლამურ ქვეყნებს შორის უთანხმოებას იწვევს“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, „აგრესორებისთვის“ არ აქვს მნიშვნელობა, ირანელების რომელ ნაწილს დაესხმებიან თავს და ირანის რომელი ეთნიკური ჯგუფი ან რომელი ნაწილი დაზარალდება.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1773068063