საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული 14 პირის საქმე განიხილა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობის საქმეზე დაკავებული 14 პირის საქმე განიხილა. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს, გამოიკითხა პოლიციელი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორი თანამშრომელი.

დაკავებულებს პროკურატურა ჯგუფურად სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავება, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სასახლის ღობეზე, ერთ-ერთმა მოწმემ დაასაბუთა და თქვა, რომ შეჯანჯღარებიდან ძალიან მალევე გადმოინგრა, რის შემდეგაც ხალხის გარკვეული ნაკადი გადავიდაო“, - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორის განცხადებით, მოწმემ დეტალურად ისაუბრა, რა მომენტში, რომელი სექციის დაზიანება მოხდა.

„ღობე იყო სექციური, აქედან გამომდინარე, შედგებოდა რამდენიმე სექციისგან და მან დეტალურად ისაუბრა, რა მომენტში, რომელი სექციის დაზიანება მოხდა. ეს ვიდეო ჩანაწერებშიც დადასტურებულია, ექსპერტიზის დასკვნითაც დადასტურებულია“, - განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.