წვიმა, თოვლი, ნალექი - ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

 ამინდი

 4 თებერვალს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +8 და ღამით +1 გრადუსია მოსალოდნელი.

წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +8, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +6 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში თოვას ვარაუდობენ, დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში თოვლია მოსალოდნელი, ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +3 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში თოვლს ელოდებიან დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -13 გრადუსი იქნება.

ახალქალაქში დღისით თოვლი და +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -11 გრადუსი.

ბორჯომშიც მოთოვს, +4 იქნება დღისით, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით 1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -17 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +4 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

თოვს გუდაურში, დღის განმავლობაში 5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება.

თოვლია ომალოშიც დღისით -2, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც იწვიმებს. დღისით +7 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში წვიმაა ნავარაუდები, დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით და ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსი იქნება.