სიახლე აბიტურიენტებისთვის, რომელიც განათლების მინისტრის მოადგილემ გააჟღერა
1770150450
ბარსელონის ვალ დ’ებრონის კლინიკამ სახის გადანერგვის უნიკალური ოპერაცია ჩაატარა. მსოფლიოში პირველად, დონორი გახდა ქალი, რომელმაც წინასწარ განაცხადა თანხმობა საკუთარი სახის გაღებაზე ასისტირებული ევთანაზიის პროცედურის წინ.
კანის, კუნთების, სისხლძარღვებისა და ნერვების გადასანერგად დაახლოებით 100 სპეციალისტი მუშაობდა, მათ შორის ფსიქიატრები და იმუნოლოგები.
რეციპიენტი არის ქალი, სახელად კარმე (მისი სრული ვინაობა არ სახელდება). მას სახის ქსოვილების ნეკროზი განუვითარდა ბაქტერიული ინფექციის გამო, რომელიც კანარის კუნძულებზე მწერის ნაკბენის შედეგად დაეწყო. დაავადებამ ქალს ლაპარაკის, ჭამისა და მხედველობის უნარი დაუკარგა.
ეს ოპერაცია მედიცინის ისტორიაში მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც ტექნიკური სირთულის, ისე ეთიკური კუთხით, რადგან დონორმა გადაწყვეტილება სიცოცხლის ნებაყოფლობით დასრულებამდე მიიღო.
ოპერაცია ჯერ კიდევ 2025 წლის შემოდგომაზე ჩატარდა. ორშაბათს, 2 თებერვალს, კარმე პრესკონფერენციაზე გამოჩნდა და აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. მოსალოდნელია, რომ აღდგენითი პერიოდის დასრულების შემდეგ, კარმეს არა მხოლოდ სასიცოცხლო ფუნქციები, არამედ სახის მიმიკაც დაუბრუნდება.