„ცემინების თავიდან ასაცილებლად პირის და ცხვირის დაჭერის ეს პრაქტიკა საშიშია, 34 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს...“ – ინფექციონისტის გაფრთხილება

ცემინება

ექიმი, ინფექციონისტი არჩილ ჯალაღონია სოციალურ ქსელში ცემინების შედეგად ხახის დაზიანების მწვავე შედეგზე წერს.

ექიმი 2 წლის წინ მომხდარ შემთხვევას იხსენებს, რა დროსაც 34 წლის მამაკაცი საავადმყოფოში, ყლაპვისას მწვავე ტკივილისა და ძლიერი ცემინების შემდეგ ხმის ცვლილების ჩივილით გადაიყვანეს:

„ხახის დაზიანება ცემინებისას – 34 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს ყლაპვისას მწვავე ტკივილისა და ძლიერი ცემინების შემდეგ ხმის ცვლილების ჩივილით. გაირკვა, რომ ის ცდილობდა შეეჩერებინა დაცემინების სურვილი თითების დაჭერით ნესტოებზე, მაგრამ ცემინების შემდეგ კისრის არეში იგრძნო რხევები და შემდეგ აღმოაჩინა, რომ კისერი შეშუპებული ჰქონდა.

ცემინების თავიდან ასაცილებლად პირის და ცხვირის დაჭერის ეს პრაქტიკა საშიშია და არ უნდა გაკეთდეს. ასეთი მანევრის შესაძლო შედეგებს მიეკუთვნება შუასაყარის ემფიზემა (ჰაერის არანორმალური დაგროვება ანატომიურ სივრცეში გულმკერდის ღრუს შუა ნაწილებში), ყურის აპკის პერფორაცია და ცერებრალური ანევრიზმის გასკდომაც კი“, – წერს ექიმი.

✕