1794936548
წალკაში, საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
წალკის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღში აღსაზრდელებზე შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიასაშუალება TOK TV-მ გაავრცელა.
მედიის ცნობით, პოლიციას მშობელი დაუკავშირდა, ამავე ცნობით აღსაზრდელებს ფიზიკურად ეხებოდნენ, ძილის დროს სახეზე ბალიშებს აფარებდნენ, კუთხეში აყენებდნენ და თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ.











