1794936548
მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საფოსტო გზავნილში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„საბაჟო კონტროლის ფარგლებში, საფოსტო გზავნილის რენტგენი ინსპექტირების სისტემით დათვალიერების შედეგად, რუსეთის ფედერაციიდან გამოგზავნილ ამანათში თმის მოვლის საშუალებისთვის განკუთვნილ ხუთ პლასტმასის ჰერმეტულ ქილაში მალულად განთავსებული 5 კილოგრამზე მეტი „მეფედრონი“ აღმოაჩინეს.
გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.











