„მთელი ქალაქი ტირის... დაუჯერებელია შენი არყოფნა, ჩვენო ციმციმა...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1770238432
ბავშვის აღზრდის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევა იმის გარკვევაა, თუ როდის არის ტირილი დახმარების თხოვნა და როდის სასურველის მიღწევის ინსტრუმენტი. აღნიშნულთან დაკავშირებით ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე სალომე კასრაძის პოდკასტში საუბრობს და მშობლებს მოუწოდებს, ნუ აურევენ ერთმანეთში მანიპულაციურ პროტესტსა და ეგზისტენციალურ შფოთვას.
მისი თქმით, ხშირად მშობლებს იქ ეშინიათ ბავშვის ნერვული სისტემის დაზიანების, სადაც სიმტკიცეა საჭირო, ხოლო იქ იჩენენ გულგრილობას, სადაც ბავშვი რეალურ სტრესს განიცდის.
ფსიქოლოგი განმარტავს, რომ როდესაც ბავშვი დაწესებულ ჩარჩოსა და წესებს აპროტესტებს, ეს მისი განვითარების ბუნებრივი ეტაპია, თუმცა, სულ სხვა სურათია სეპარაციის შფოთვის დროს.
„ჩვენ ვუწესებთ ჩარჩოს და ვეუბნებით, კანფეტი გექნება ჭამის მერე, მშვიდად, ჩხუბის გარეშე. ატეხავს ამბავს, რომ ახლა უნდა და ამ დროს მშობელს უჭირს ამ ტირილის და წივილ-კივილის ატანა, რატომ უჭირთ იცით? ჰგონია, რომ რამე დაემართება ბავშვს.
სრული პასუხისმგებლობით, ინდივიდუალურად ყველა მშობელს ვეუბნები და ახლაც მინდა ვთქვა, რომ ბავშვს, რომელიც მოთხოვნის მიზეზით ტირის, რადგან სხვა რესურსი არ გააჩნია და არც ემოციური რეგულაცია აქვს ჯერ განვითარებული, რომ გაჩერდეს, შენ კიდე გეშინია, რომ ვაიმე, ნერვული სისტემა გაუფუჭდება, არ არის ეგრე...
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოთხოვნის მიზნით, მანიპულაციის მიზნით როცა ბავშვი ტირის, არაფერი უფუჭდება ამით, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ბავშვი ტირის და მაშინ არ უნდა უგულებელვყოთ მისი ტირილი და ჩვენ პირიქით ვშვრებით, მაგალითად, საბავშვო ბაღში რომ ვტოვებთ და რომ ტირის, ყველა გეუბნება და შენც იჯერებ, არა უშავს, დარჩება, იტირებს და გადაუვლის, არ არის ესე, ტირის, რადგან აქვს სეპარაციის შფოთვა და ეს არის ეგზისტენციალური შფოთვა, რომლის ესე დატოვება არ შეიძლება.“