„მთელი ქალაქი ტირის... დაუჯერებელია შენი არყოფნა, ჩვენო ციმციმა...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

მირანდა ჯალაღანია

რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანება სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბაგა-ბაღების გაერთიანების ახალგაზრდა თანამშრომლის, მირანდა ჯალაღანიას მოულოდნელი გარდაცვალების გამო. ეს ტრაგიკული ამბავი დიდი დანაკლისია როგორც მისი ოჯახის, ისე ჩვენი გუნდისთვის. თანავუგრძნობთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

„ჩვენო ციმციმა, მთელი ქალაქი ტირის, დაუჯერებელია შენი აღარ ყოფნა...“ 

ყველას გული იყავი, უზომოდ მოსიყვარულე და კეთილი“, - წერენ პოსტის კომენტარებში.

როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ახალგაზრდა ქალი, მოულოდნელად, სავარაუდოდ, თრომბით გარდაიცვალა.