1794686356
ტემპერატურა ყველგან დაიკლებს... - როდემდე გაგრძელდება უამინდობა
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„15 ნოემბერს საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდება.15 ნოემბერს (კვირას) დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან მოსალოდნელია წვიმა, პერიოდულად ძლიერი.დასავლეთ საქართველოსა და სანაპირო ზოლში გაძლიერდება ქარი 17-22 მეტრ წამამდე, აღმოსავლეში შესაძლებელია 27 მეტრ წამამდე.ტემპერატურა ყველგან დაიკლებს.ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.ორშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან, ამინდი გაუმჯობესდება და მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოში შედარებით სტაბილური ამინდია მოსალოდნელი, 22 ნოემბრიდან კი უფრო გრძელვადიანი პერიოდითაა გაავდრება მოსალოდნელი.“ - წერს ფარტენაძე სოციალურ ქსელში.











