თბილისში, კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

ლიფტი ჩავარდა

კურიერის ინფორმაციით, თბილისში მუხიანში ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. ცხედარი მეზობლებმა ნახეს.

წინასწარი ინფორმაციით, ლიფტს ცეცხლის კერის კვალი აღინიშნება.

ამ წუთებში, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია. "კურიერი" არკვევს, რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი.