VIDEO: რა ისმის ფარულ ჩანაწერში, რომელიც „კურიერს“, ბიზნესმენ, ბენ ანორის ადვოკატებმა მიაწოდეს
1771411665
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა გორის მუნიციპალიტეტში ფრინველთა ორი არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.
სოფელ კარალეთში მდებარე შპს ,,კარა 1980-სა“ და ინდმეწარმე ნ. გ.-თან განხორციელებული არაგეგმური ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორები საქმიანობდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე. ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, შპს ,,კარა 1980-ში“ დაილუქა საეჭვო წარმომავლობის მწყერის ხორცი, ხოლო ინდმეწარმე ნ. გ.-ის სასაკლაოზე - ქათმის ხორცი.
გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად გაიარონ აღიარებისთვის სავალდებულო პროცედურები და სურსათის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის დროს დაიცვან უვნებლობის მოთხოვნები.