VIDEO: რა ისმის ფარულ ჩანაწერში, რომელიც „კურიერს“, ბიზნესმენ, ბენ ანორის ადვოკატებმა მიაწოდეს

ელისო კილაძე

ფარული ჩანაწერი "კურიერს" ელისო კილაძესთან სამართლებრივ დავაში მყოფი ბიზნესმენის, ბენ ანორის ადვოკატებმა მიაწოდეს და ასევე წარმოადგინეს დასკვნა, რომ მასალა ავთენტიკურია.

ფარულ ჩანაწერში კილაძე ბრალდებულ ჯიბლაძეს ესაუბრება, გეგმავს ოპონენტებზე ზეწოლას, საუბრობს ქოლცენტრების თემაზე და ამბობს, რომ ოპონენტს წილი "აახია".

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, საქმის ფარგლებში დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე, მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება.

 

@primetime.ge

ფარული ჩანაწერი "კურიერს" ელისო კილაძესთან სამართლებრივ დავაში მყოფი ბიზნესმენის, ბენ ანორის ადვოკატებმა მიაწოდეს და ასევე წარმოადგინეს დასკვნა, რომ მასალა ავთენტიკურია. ვიდეო: Rustavi 2 • რუსთავი 2

♬ original sound - Prime Time • პრაიმ ტაიმი