ბრალდების მხარე რომ ედავება ბრალდებულ გიორგი ჯოხაძეს, რომ 2025 წლის თებერვლის თვეში დაიგეგმა თურმე მკვლელობა და მარტის თვეში გელა უძილაური იმყოფებოდა არაერთხელ სასტუმრო "თაუერსში", ეს ასე არ არის" - გიორგი ჯოხაძის ადვოკატი

ლიკა ბითაძე

ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებენ. მათი და გიორგი ჯოხაძის ახლობლები დღეს საქალაქო სასამართლოს ეზოში ჯანგველაძის მხარის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია ავტომობილი. სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს, რამდენიმე კი განარიდეს. ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის რამდენიმე მოწმე გამოკითხეს.

"ბრალდების მხარე რომ ედავება ბრალდებულ გიორგი ჯოხაძეს, რომ 2025 წლის თებერვლის თვეში დაიგეგმა თურმე მკვლელობა და 2025 წლის თებერვლის და მარტის თვეში გელა უძილაური იმყოფებოდა არაერთხელ სასტუმრო "თაუერსში", ეს ასე არ არის. გელა უძილაური სასტუმრო "თაუერსში" აღარ ყოფილა საერთოდ და როდესაც იმყოფებოდა, ამ გარემოებას, რომ კონკრეტულად დაცვის წევრი იყო, ამას ჩვენ არც თავიდან უარვყოფდით და არც დღეს უარვყოფთ", - აცხადებს გიორგი ჯოხაძის ადვოკატი ლიკა ბითაძე.