ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი: ინფორმაცია ახალ ბრალთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილი გახდა მედიასაშუალებებიდან, ამიტომ რა სახის ბრალზეა საუბარი ან რა მტკიცებულებებია, ჩემთვის უცნობია

გაგი მოსიაშვილი

ინფორმაცია ახალ ბრალთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილი გახდა მედიასაშუალებებიდან, ამიტომ რა სახის ბრალზეა საუბარი ან რა მტკიცებულებებია, ჩემთვის უცნობია. დაველოდოთ ბრალის წარდგენას, ამ საქმის მასალების გადმოცემის პროცესს და ამის შემდგომ შეგვიძლია სამართლებრივი განმარტება გავაკეთოთ, - განაცხადა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა.

ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობია რა მტკიცებულებები დევს სისხლის სამართლის საქმეში, რომელშიც ერთ-ერთი ბრალდებული მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფარცხალაძეა.

საქართველოს პროკურატურამ ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, საქმის ფარგლებში დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე, მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს კი ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება.