VIDEO: რა ისმის ფარულ ჩანაწერში, რომელიც „კურიერს“, ბიზნესმენ, ბენ ანორის ადვოკატებმა მიაწოდეს
1771411665
საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ესპანეთის ეროვნული პოლიციის დელეგაცია, რომელსაც ესპანეთის კრიმინალური პოლიციის გენერალური კომისარი, ლუის ფერნანდო პასკუალ გრასა ხელმძღვანელობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ეწვია.
დელეგაციის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან მაისურაძემ უმასპინძლა.
ლევან მაისურაძემ სტუმრებს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრაზე ესპანეთისა და საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებულ ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. მხარეებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს გამოცდილების გაზიარებისა და ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას.
დელეგაციის წევრებმა საპატრულო პოლიციის ავტოპარკი და აღჭურვილობა დაათვალიერეს, ასევე, ადგილზე გაეცნენ საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და არსებული სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.