შეიძლება თუ არა გარდაცვლილის ტანსაცმლის ტარება - მღვდლების მოსაზრება
1771357904
ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავეს. განცხადება პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ გააკეთა.
ამავე საქმეზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო ათი პირის მიმართ, რომელთა შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
@primetime.ge საქართველოს პროკურატურამ ელისო კილაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დააკავა, ხოლო ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება.
♬ original sound - Prime Time • პრაიმ ტაიმი
„საქართველოს პროკურატურამ ე.წ. „ქოლცენტრების“ მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ.
ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმავალში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ელისო კილაძე“,- განაცხადა მიხეილ სადრაძემ.