ილია მეორე – მე გაძლევთ ასეთ კურთხევას და თუ ყოველივე ამას გააკეთებთ, ღვთის წყალობა არ მოგაკლდებათ
1774211370
ქვეყნის მასშტაბით სრულად დისტანციურ სწავლებაზე 201 სკოლა და 304 ცალკეული კლასია იმყოფება. რაც შეეხება პედაგოგებს, სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი რისკის ჯგუფის 125-მა მასწავლებელმა გამოთქვა.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, "სკოლებში ვირუსის მართვაზე კონტროლი მაქსიმალურად მკაცრად მიმდინარეობს და შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე".
სამინისტროს ინფორმაციითვე, ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსი მასწავლებელთა 2,7%-ს და მოსწავლეების 0,9%-ს დაუდასტურდა. ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.6%.
მოსწავლეების მშობლებს კვლავ აქვთ საშუალება, არჩევანი გააკეთონ დასწრებით და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ბმულზე ყოველ ხუთშაბათს, 00:00 – 18:00 საათის შუალედში.