1792563926
შიშობენ, რომ ტრავმა სერიოზულია - რას წერს ფრანგული გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიაზე
,,პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისას ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.
ქართველი ფეხბურთელი მატჩის მეორე ტაიმში დაშავდა. მას მოედნიდან გასვლა სამედიცინო პერსონალის დახმარებით მოუწია.
ფრანგული გამოცემა L’Équipe კვარაცხელიას ტრავმის შესახებ წერს. ჯერჯერობით, დამატებითი სამედიცინო შეფასების გარეშე, რთულია იმის თქმა, რამდენად სერიოზულია დაზიანება და რამდენ ხანს მოუწევს ქართველ ფეხბურთელს უქმობა.
L’Équipe-ზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას მუხლის ჯვარედინი იოგების დაზიანებას შიშობენ, თუმცა დიაგნოზი ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის. სამედიცინო გამოკვლევების პასუხებს 21 ოქტომბერს ელოდებიან.












