დავით აღმაშენებლის გამზირი - რა იმალება თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ქუჩის მიღმა
1746119323
პოეტმა გელა დაიაურმა გადაცემა „პოსტ ალიონის“ ეთერში საკუთარი ცხოვრების შესახებ ისაუბრა. პოეტის ოჯახის შექმნას საზოგადოება თბილი ემოციებით შეხვდა და წყვილს ბედნიერებას უსურვებს. გადაცემაში გელა დაიაურმა გარდაცვლილი მეუღლისა და მეორედ დაქორწინების გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა:
„თეოს გარდაცვალების მერე სიმღერა აღარ დამიწერია. თეოს მერე ცოტა რთულია სიმღერის დაწერა, იმდენად დიდი იყო… ტკივილზე ლაპარაკი ზოგადად არ მიყვარს, მირჩევნია ჩემთვის ვიფიქრო, ჩემთვის მქონდეს და ჩემთვის ვატარო. თუმცა ვწერდი ამ პერიოდში ლექსებს, წიგნადაც გამოვეცი, რომელიც ოჯახს მივუძღვენი. ლექსი გეხმარება თავისთავად. იმ სათქმელს, რომელსაც ვერავის ვერ ეუბნები, მთლად შენს თავში არ იხარშავ და რაღაცნაირად ფურცლებს ანდობ ისევ საიდუმლოს.
მეუბნებიან, რომ ძლიერი ვჩანვარ. ალბათ, გარეგნულად ვჩანვარ, თუმცა შინაგანად დანგრეული ვარ ძალიან. სადაც მე გავიზარდე, მთაში, მამაკაცს არ უნდა გამოეხატა ზედმეტად ემოცია და უნდა შეხვედროდა მტკიცედ.
რაც უფრო მტკიცედ შეხვდებოდი ვინმეს დაკარგვას, უფრო ძლიერი იყავი და უფრო მეტი სახელი გქონდა ადამიანს. ყველა იმ ქვეყნად წავალთ, ეს არის წამიერი განშორება, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ ეს არის წამის სოფელი, წუთისაც არ არის” - ამბობს გელა დაიაური.
გელა დაიაურმა სულ ცოტა ხნის წინ ოჯახი შექმნა. მისი რჩეული ეკა მანჩხაშვილი გახდა. მან ამის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გვერდით ღირსეული ადამიანი ჰყავს:
„დავოჯახდი ქართლელ გოგონაზე, ეკა მანჩხაშვილზე. რთული კი არა, ძალიან რთული იყო. ცხოვრებაში ასეთი სირთულე, ალბათ, იმ ამბის მერე აღარ შეგვხვედრია იმიტომ, რომ ბევრ რამეზე ფიქრობ…
არის ერთი მომენტი, რომ არ უნდა მოატყუო ადამიანი. ჯერ საკუთარ თავში გიწევს დარწმუნება და დაჯერება ამ ყველაფრის, რათა წრფელი და სუფთა იყო ადამიანთან.
ღირსეული ადამიანი მიდგას გვერდზე, რომელიც ძალიან მიყვარს, რომელთანაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და მსუბუქი გახდა ამ ადამიანის დახმარებით ამ ნაბიჯის გადადგმა” - თქვა გელა დაიაურმა.