საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უაქციზო ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

უაქციზო

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 6 717 კოლოფი უაქციზო სიგარეტისა და 60 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმლის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

აღნიშნული ფაქტების შესახებ საქმის მასალები, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის  ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.